ასლან ბჟანია რუსეთისთვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის გადაცემაზე შეთანხმების რატიფიკაციის მომხრეა

გამოქვეყნდა:

თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მომხრეა იმ შეთანხმების რატიფიკაციის, რომელიც რუსეთისთვის სამთავრობო აგარაკი ბიჭვინთის გადაცემას გულისხმობს.

ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა РИА Новости წერს და განმარტავს, რომ საუბარია 2022 წლის იანვარში, რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ მთავრობებს შორის დადებულ შეთანხმებაზე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ე.წ. პარლამენტის მხრიდან ამ შეთანხმების რატიფიკაციის წინააღმდეგია ბჟანიას ე.წ. ოპოზიცია, რადგან ისინი თვლიან, რომ დოკუმენტი აფხაზეთის ე.წ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

თავად ბჟანია კი ამბობს, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების კითხვების საპასუხოდ მზადაა, თვითონ კი "აბსოლუტურად დარწმუნებულია", რომ ეს გადაწყვეტილება სწორია. 

შეგახსენებთ, მოსკოვში ე.წ. პრეზიდენტმა გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის ტერიტორიის 186 ჰექტარი მიწა და 115 ჰექტარი საზღვაო სივრცე რუსეთის მფლობელობაში გადადის.

გადაწყვეტილებას ადგილობრივ "პოლიტიკურ წრეებსა" და აფხაზურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვა. 

რაც შეეხება ენგურჰესს, ის ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. კაშხალი, წყალმიმღები და გვირაბის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა,  გვირაბის ნაწილი, მართვის ბლოკი და ჰიდროელექტროსადგურის შენობა კი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ენგურჰესის საშუალო წლიური გამომუშავება სამი მილიარდ 700 მილიონი კილოვატ/საათია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი