"შეიძლება ვინმეს ვინმე თავის თანამშრომელი უსმენს მე რა ვიცი, რა გავაკეთო" - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილს, მოსმენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ქართულ ოცნებაში" არ ეთანხმებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ წარსულში მართლაც იყო ტოტალური მოსმენები, თუმცა დღეს ეს ვითარება შეცვლილია 

"შეიძლება ვინმეს ვინმე თავის თანამშრომელი უსმენს მე რა ვიცი, რა გავაკეთო ეხლა როგორ გითხრათ. ქუჩაში იყიდება პატარა ჩამწერი მოწყობილობები. თუ აქვს [განცდა], მე მგონია მცდარი განცდაა. მე მაგალითად არ მიჭირს ტელეფონით საუბარი, არ მიჭრის ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო, მათ შორის ისეთ თემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არ მინდა სხვამ გაიგოს. არ მაქ ეს განცდა" განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც რამის საუბარი რომ გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 1-ელ სექტემბერს გააკეთა. პრეზიდენტმა ახსნა, რატომ დაადო მოსმენების შესახებ კანონს ვეტო. 

ცნობისთვის, კანონპროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით  7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. 22 ივნისს კი პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო.

ე.წ. მოსმენების კანონში მმართველი გუნდის მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიამ დაიწუნა და კრიტიკული მოსაზრება გამოაქვეყნა, რომელსაც ქართული ოცნება არ ეთანხმება და არაარგუმენტირებულად მიიჩნევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი