
სოსო გოგაშვილის ადვოკატი ბრალდებული მიერ მოპოვებულ მტკიცებულებაზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის უფლებადამცველმა საგამოძიებო სამსახურში დღეს ის წებოვანი ლენტი წარადგინა, რომელზეც, ბრალდებულის მტკიცებით, იმ პირის თითის ანაბეჭდი უნდა იყოს, ვინც მას საშხაპეში გომელაურთან სალაპარაკოდ ტელეფონი გადასცა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს რამდენიმე საათი იკითხებოდა გოგაშვილი ცოლი.
გამომძიებელმა ირაკლიმ დამისვა კითხვები, თუ როგორ ამოვიცანი შალვა ბედოიძე და მე ყველა დეტალი ავუხსენი, რა და როგორ აღვიდგინე შალვა ბედოიძე. ვიძახი ყოველთვის, რომ ეს არის ფორმალური დაკითხვა, და ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება. იმტომ რომ ისინი თავიანთ თავებს არ დაიჭერენ. და ამიტომ ვაგრძელებთ ჩვენ სტრასბურგში ბრძოლას რომ იქ დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა, - ამბობს თია მარტყოფლიშვილი.
ავტორი: ნატაშკა ჯახუტაშვილი