"დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ" | შარლ მიშელი "გაზპრომზე"

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით "გაზპრომის" ნაბიჯი გასაკვირი არ არის და გაზის იარაღად გამოყენება ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

"გაზპრომის" ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის სიმტკიცეს. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერს მიშელი.

​შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მილსადენ  Nord Stream 1-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა, ამის მიზეზად კი სარემონტო სამუშაოების ასახელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი