არ ვფიქრობთ, რომ ყველა რუსისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიულია | კირბი სავიზო შეზღუდვებზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ტელეკომპანია დოჟდთან ინტერვიუში სავიზო შეზღუდვებზე ისაუბრა თქვა, რომ ყველა რუსისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიული არ იქნება. 

"ჩვენ რუსეთის მოქალაქეების ნაწილისთვის სავიზო შეზღუდვები უკვე დავაწესეთ. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინაში ჩადენილისთვის პუტინის  პასუხისგებაში მისაცემად ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ყველა რუსისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიულია. ისინი, ვინც უკრაინაში უკანონო და უმიზეზო ომს აწარმოებენ, პრეზიდენტი პუტინი, მისი კაბინეტი და მისი მთლიანი რეჟიმია. ამის გამო ყველა რუსი არ უნდა დაზარალდეს",- თქვა კირბიმ. 

ჯონ კირბიმ,ასევე, ისაუბრა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ და აღნიშნა, რომ ნებისმიერ პასუხისმგებლიანი ბირთვული სახელმწიფო ასე არ ისაუბრებდა და არ დაიმუქრებოდა ბირთვული იარაღის გამოყენებით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი