პენსილვანიაში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს "სახელმწიფოს მტერი" უწოდა.
პენსილვანიის ვილკს-ბარეში ათასობით მხარდამჭერთან საუბრისას, ყოფილმა პრეზიდენტმა დაადანაშაულა ბაიდენი, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს [FBI] მის წინაღმდეგ იარაღად იყენებს.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფლორიდაში დონალდ ტრამპის რეზიდენცია გაჩხრიკა. FBI-ის აგენტებმა, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს, იპოვეს ათობით ცარიელი საქაღალდე, რომლებიც მონიშნული იყო "საიდუმლო ფაილებად" და დოკუმენტები ამოღებულ იქნა ტრამპის პირადი ოფისიდან. მათგან რამდენიმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ადევს. ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს დანაშაულს.
დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ეს იყო - "ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი, ამერიკის ისტორიაში".
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა თავისი თითქმის ორსაათიანი სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს დასაწყისში ფლორიდაში მის რეზიდენციაში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებულ ჩხრეკაზე ისაუბრა, ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბებული იყო.