
უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩისა და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის, ჯონ ჰერბსტის თქმით, მნიშვნელოვანია დასავლეთში ხალხმა კარგად გაიაზროს, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს და რას აკეთებს ის ახლა უკრაინაში.
ჰერბსტმა განცხადება საოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას გააკეთა.
ის ფირქორბს, რომ რუსეთი უკრაინაში ომს წააგებს და ქვეყანა აღადგენს იურისდიქციას თავის ტერიტორიებზე.
"მე უკვე ხუთჯერ ვიყავი ამ ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია, როგორც უსაფრთხოების მხრივ, ასევე სიმბოლურად. ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ზოგადად დასავლეთში ხალხმა გაიაზროს, თუ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს და არა მხოლოდ 2008 წელს. რუსეთის ქმედებების შესახებ უკვე ყველამ კარგად იცის. საქართველოში, მოლდოვაში და ახლა უკვე უკრაინაში განხორციელებული აგრესიით მოსკოვი ნატოს ქვეყნებს ემუქრება. ამიტომ აშშ-ს აქვს ინტერესი, რომ გამოასწოროს სიტუაცია აქ და გამოასწოროს სიუაცია უკრაინაში. ჩემი მოლოდინია, რომ პუტინი წააგებს ამ ომს, უკრაინა აღადგენს იურისდიქციას თავის ტერიტორიებზე, რომლებსაც ახლა მოსკოვი აკონტროლებს და შემდეგ იგივე მოხდება აქ", - თქვა ჯონ ჰერბსტმა.
ცნობისთვის, ღონისძიება "დიდება უკრაინას" ფარგლებში საქართველოში ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები ჩამოვიდნენ. ისინი დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.
ღონისძიებას, საქართველოში 5-6 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა ომის შედეგები ევროპაზე, ასევე რუსული აგრესიის შედეგები გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.
ამავე თემაზე: