ლიზ ტრასი VS რიში სუნაკი | დღეს ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა გაირკვევა 

გამოქვეყნდა:

ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა დღეს გამოვლინდება. 6 სექტემბერს კი გამარჯვებულ კანდიდატს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დანიშნავს.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის ქვეყნის პრემიერობისთვის ორი კანდიდატი, ყოფილი კანცლერი რიშ სუნაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი იბრძვიან. "

ასტა ლა ვისტა, ბეიბი“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა თავის დროზე ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს. გამოსამშვიდობებელი სიტყვის გარდა, მან მომავალ მემკვიდრეს რამდენიმე რჩევაც მისცა - მათ შორის, დარჩეს ამერიკელებთან ახლოს და მხარი დაუჭიროს უკრაინას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი