"დემოკრატიების დაცვის ალიანსის" დირექტორი, ლორა თორტონი ამბობს, რომ მთავრობას შეუძლია, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დაიცვას ბიძინა ივანიშვილი, ან გაატაროს საჭირო რეფორმები. მისი თქმით, ორივე ერთად შეუძლებელია.
თორნტონმა განცხადება კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" მედიასთან გააკეთა.
" ჩვენ 2014 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სიარული. ბოლო წლებში მე პირადად ძალიან გაწბილებული ვარ, როდესაც ვისმენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც მიუთითებს, რომ ეს მიზანი აღარ არის. იმედი მაქვს ეს კონფერენცია შეახსენებს ყველას, რომ საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება სერიოზული რეფორმების გატარება. გზავნილები უნდა იყოს მკაფიო. ჩვენ გამოვდივართ რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს.
ერთის მხრივ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მაგრამ მეორეს მხრივ კეთდება ისეთი განცხადებები ზოგიერთი ლიდერის მიერ, რომელიც დამაბნეველია. როდესაც აკრიტიკებენ ამერიკის ელჩს, ევროპარლამენტარებს, ეს საწინააღმდეგო სიგნალს აგზავნის და ჩემთვისაც ძალიან დამაბნეველია.
საქართველო ახლა გზაჯვარედინზე დგას: დაიცვას ძალაუფლება და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თუ გაატაროს საქართველოსთვის საჭირო რეფორმები. იმიტომ რომ ორივე ერთად შეუძლებელია. მე ვფიქრობ ტერმინ დეოლიგარქიზაციამ საქართველოს ხელისუფლება ცოტათი გამოაფხიზლა და ალბათ ამანაც იმოქმედა იმ უარყოფით რეაქციაზე, რომელიც ევროკავშირის მიმართ ჰქონდათ.
მთავრობას შეუძლია შეინარჩუნოს ძალაუფლება და დაიცვას ბიძინა ივანიშვილი, ან გაატაროს რეფორმები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რეფორმების გატარების შემთხვევაში ისინი აუცილებლად დაკარგავენ ხელისუფლებაში ადგილს. ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. თუმცა, რეფორმების გატარება შეიძლება მოიცავდეს ისეთ რამეს, რაც არ არის სასურველი ბიძინა ივანიშვილისთვის. თუმცა, მნიშვნელოვანიას გვახსოვდეს, რომ დემოკრატიისთვის ნაბიჯების გადადგმა ზოგჯერ ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკურ მარცხს განიცდი, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესია. ხოლო იმის მტკიცება, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა სურს, ეს ზანისმომტანია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” დაიწყო - ღონისძიება უკრაინის სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, ამის შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.
2 წლის შემდეგ კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. პანდემიის გამო მისი ჩატარება ვერ ხერხდებოდა. თბილისი მსგავს კონფერენციას მეექვსედ მასპინძლობს.
ამავე თემაზე:
საქართველოში გვინდა ვიხილოთ პრესის თავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა - კრამერი