ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად - ზურაბიშვილი ტრასს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიზ ტრასს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე არჩევა მიულოცა. ზურაბიშვილმა განცხადება twitter-ის გვერდზე გააკეთა.

"ვულოცავ ლიზ ტრასს, გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ მინისტრს. ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა, რომელიც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და უფრო ძლიერი ტრანატლანტიკური პარტნიორობისათვის იმუშავებს. ველი ერთად მუშაობას საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების გასაძლიერებლად.", - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერიმინისტრი ლიზ ტრასი გახდა. ტრასს მხარი პარტიის 80 000-ზე მეტმა წევრმა დაუჭირა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი