
ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს ესმის, რომ გავლენიან მტრებს მისი მოკვლა სურთ - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გენადი გუდკოვმა ისაუბრა.
მისი თქმით, კადიროვმა ჩეჩნეთში სამხედრო ხუნტას დიქტატურა შემოიღო და გასაკვირი არ არის, რომ ჩეჩნები ასე ხშირად ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპაში.
გუდკოვმა აღნიშნა, რომ მან თავადაც არ იცის, რას გეგმავს კრემლი კადიროვათნ დაკავშირებით.
გუდკოვის თქმით, კადიროვის მრჩევლებიც მიიჩნევენ, რომ ის „სიცოცხლის შენარჩუნებას მხოლოდ ჩეჩნეთის მეთაურად დარჩენის შემთხვევაში შეძლებს “.
„ბევრ ჩეჩენს ვიცნობ, სერიოზულ ჩეჩნებს, ისინი არ არიან ყაჩაღები, პოლიტიკოსები არიან, ელიტადან. არ მივცემთ უფლებას იცოცხლოს იმ ბოროტების გამო, რაც მან ჩეჩნეთში ხალხს მოუტანა" ,- ამბობს გუდკოვი.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ გავლენიანი და ცნობილი გვარების მქონე ადამიანები „ხელისუფლებიდან გადაყენების შემთხვევაში, კადიროვს უმცირეს შანსსაც არ დაუტოვებენ“.
როგორი პატივსაცემი და სასურველიც უნდა იყოს სტუმარი, თუ დროულად მიდის, სასიამოვნოა - ამ შინაარსის განცხადება ჩეჩნეთის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მისი ამ გამოსვლის შემდეგ, გავრცელდა ვერსია, რომ ის თანამდებობას დატოვებს.