
"საქართველოში უნდა დასრულდეს ცუდი ტრადიცია, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დამარცხებულს ციხეში სვამს", - ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საუბრობს. ამბობს იმასაც, რომ "ოლიგარქი არის ის, ვისაც კონკრეტული პოლიტიკური პოზიცია არ უკავია და ჩრდილიდან მართავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს".
მე გეტყვით ზოგადად, რომ ეს 12 პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარია, ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს ერთი მიზნისთვის. საქართველოში უნდა დასრულდეს ეს ცუდი ტრადიცია, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დამარცხებულს ციხეში სვამს. ამისთვის დროს არ უნდა ხარჯავდეთ. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა ფიქრობდეს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე და არა თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე.
თქვენ უკვე მიგიღეს ევროპულ ოჯახში, თქვენ ევროპული პერსპექტივა მოგანიჭეს და ახლა გაქვთ საკმაოდ მკაფიო გეგმა, თუ რა უნდა გააკეთოთ. ჩვენ პოზიტიური გზავნილები გვჭირდება საქართველოდან.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ეს პუნქტიც ისევე უნდა შესრულდეს, როგორც დანარჩენი 11 პუნქტი. ვინ არის ოლიგარქი კონკრეტულად, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით. მე უბრალოდ გეტყვით, რომ ოლიგარქი არის ის, ვისაც კონკრეტული პოლიტიკური პოზიცია არ უკავია და ჩრდილიდან მართავს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს დემოკრატია არ არის, - ამბობს ლინკევიჩუსი.