რუსულმა სასამართლომ ჟურნალისტ ივან საფრონოვს 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ "როსკოსმოსის" ხელმძღვანელის მრჩეველს, ივან საფრონოვს სახელმწიფო ღალატის ბრალდების საქმეზე, 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. გარდა პატიმრობისა, საფრონოვი 500 ათასი რუბლით დაჯარიმდა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა.

ბრალდების საქმე ორ ეპიზოდს მოიცავდა და მარტიდან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საფრონოვი "როსკოსმოსში" გაწევრიანებამდე სამხედრო და კოსმოსურ თემებზე მუშაობდა გაზეთებში „ვედომოსტი“ და „კომერსანტი“. ის 2020 წლის 7 ივლისს დააკავეს.

FSB-ს მტკიცებით, საფრონოვმა ნატოს ერთ-ერთ სპეცსამსახურს რუსეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ, საიდუმლო ინფორმაცია გადასცეს.

გამომძიებლები საფრონოვს ჩეხეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობაშიც სდებდნენ ბრალს. 

მათი მტკიცებით, ის აფრიკის ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდების შესახებ საიდუმლო ინფორმაციას ანაზღაურების სანაცვლოდ გადასცემდა და  საიდუმლო ინფორმაციის საბოლოო მიმღები, გამომძიებლების აზრით, აშშ იყო.

დღევანდელი განაჩენის გასასაჩივრებლად მხარეებს 10 დღიანი ვადა აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი