ბიძინა ივანიშვილი ან დემოკრატიული რეფორმები - მთავარი დასავლური გზავნილი, რომელიც კიდევ ერთხელ გაჟღერდა თბილისში. საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "დიდება უკრაინას" ხელისუფლების პოლიტიკური დემარშით დაიწყო.
"ქართული ოცნების" არც ერთი ლიდერი დღეს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრაზე არ მივიდა, მოგვიანებით კი თავდასხმით უპასუხეს კონფერენციას, სადაც პარტნიორი ქვეყნებიდან მოქმედი მაღალჩინოსნები, გავლენინი პოლიტიკოსები და დიპლომატები ესწრებოდნენ.
დემოკრატიის უკუსვლისა და დეოლიგარქიზაციის აუცილებლობაზე საუბრისას საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა ხაზგასმით ისაუბრეს მედიაგარემოზე, რომელიც მკვეთრად გაუარესებულია. და ამ კონტექტსში მთავარი განსახილველი თემა იყო მთავარი არხის დამფუძნებლის პოლტიკური პატიმრობა. კონფერენციაზე მიწვეული იყო ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი.