
"ეს საქართველომ ძალიან სერიოზულად უნდა მიიღოს, რადგან რუსულენოვანთა უფლებების დაცვის ხრიკს რუსეთი პირველად არ იყენებს... ეს ხრიკი გამოუყენებიათ და კიდევ გამოიყენებენ" - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საუბრობს და პუტინის ახალ ბრძანებასა და მუქარას ეხმაურება.
ეს ძალიან საშიშია და ძალიან ფრთხილად უნდა გადაიხედოს, ახლა საქართველოს გადასაწყვეტია როგორ წარმართავს მის მიგრაციის პოლიტიკას, მე ამას არ განვსჯი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საქართველომ ძალიან სერიოზულად უნდა მიიღოს, რადგან რუსულენოვანთა უფლებების დაცვის ხრიკს რუსეთი პირველად არ იყენებს. უკვე ბევრი წელია ამ ხრიკს მიმართავს, სწორედ ეს იყო მიზეზი და ქვეტექსტი სახელმწიფოებში შეჭრის, ასევე უკრაინაში შეჭრის წინ მათ სწორედ დონბასში რუსულენოვანთა გენოციდი მოიმიზეზეს.
სანამ ისინი რუსების უფლებების დაცვას რუსეთში გადაწყვეტენ, ამ პოლიტიკას ყოველთვის სხვაგან გამოიყენებენ, მაგალითად ისეთ ქვეყნებში რომელიც მათ უკანა ეზოდ მიაჩნიათ, იმ ქვეყნებში რომელიც ნატოს და ევროკავშირის დაცვის ქვეშ არაა, მაგალითად მოლდოვა და საქართველო, და თქვენს კითხვაზე პასუხი არის ის, რომ ეს ძალიან სერიოზულია, ეს ხრიკი გამოუყენებიათ და კიდევ გამოიყენებენ, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.