
"თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, პუტინს შეუძლია ერთ დღეს თითქოს მათ დასაცავად, ტანკები გამოაგზავნოს" - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი საუბრობს და პუტინის ახალ ბრძანებასა და მუქარას ეხმაურება.
ლენინიც წერდა, რომ დასავლეთში სულელები არიან და სუიციდისთვის ყველაფერს აკეთებენო. პუტინის დღევანდელ გადაწყვტილებას რაც შეეხება, დიახ ეს ძალიან საშიშია. თუ ათასობით რუსი ჩამოვა საქართველოში, მას შეუძლია ერთ დღეს თითქოს მათ დასაცავად თქვენთან ტანკები გამოაგზავნოს. უმჯობესია რუსებს უთხრათ დარჩნენ თავიან ქვეყანაში და საკუთარი ბოროტებას შეებრძოლონ. ასევე ხელი უნდა შეუწყოთ დემოკრატებს, რომლებიც პუტინს ებრძვიან.
ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ეს პუტინის რეჟიმია. თუ ფიქრობ, რომ ერთდროულად 2 სავარძელში ჩაჯდები, ვგულისხმობ დასავლეთისა და პუტინის სავარძლებს, შანსი არ გაქვს. იანუკოვიჩი შეეცადა მსგავსი თამაშის წესებით ემოქმედა, თუმცა ყველამ ვნახეთ როგორც დაასრულა. ისეთი პატარა ქვეყნებისთვის როგორც ჩვენი ქვეყნებია, ეს ძალიან სახიფათო თამაშია, - განაცხადა პავილიონისმა.