
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, შეხვედრაზე ვერჰერისთან ერთად შავი ზღვის დაკავშირებადობის საკითხი განიხილეს.
"შევხვდი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის დაკავშირებადობის საკითხი. ვაცნობიერებთ, რომ ლოგისტიკური და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაცია საკვანძო საკითხია ევროკავშირის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.