
ვლადიმერ პუტინის ღია მუქარა. რუსეთის პრეზიდენტი ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც საჯაროდ კეთილშობილურ მისიას ატარებს, მაგრამ აშკარად საფრთხის შემცველია. კრემლის დიქტატორმა დაამტკიცა ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია და ექსპერტებისა და პოლიტიკოსების საერთო შეფასებით, ეს დოკუმენტი არის მწვანე შუქი რუსული აგრესიისთვის მეზობელ ქვეყნებში. მთავარი გზავნილი კრემლის კონცეფციაში სხვა ქვეყნებში მცხოვრები რუსების დაცვაა.
რუსეთის პრეზიდენტი თანამოქალაქეებს ჰპირდება, რომ იზრუნებს მათ უსაფრთხოებაზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბალტიისპირეთში, მოლდოვასა და საქართველოში მცხოვრებთა უფლებებზე. ხუთივე ქვეყანაში პუტინის გზავნილის პასუხად იხსენებენ საბჭოთა ოკუპაციას, დონბასში, ყირიმსა და ცხინვალში რუსეთის შეჭრას, როდესაც მოტივი სწორედ რუსეთის მოქალაქეების და ეთნიკური რუსების დაცვა იყო.
ავტორი: გუგა მაისურაძე