სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის | "ოცნება" ოლიგარქის გადასარჩენად

გამოქვეყნდა:

პირდაპირი გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილს. ამერიკის ელჩი დიპლომატიურად, მაგრამ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ადასტურებს: სანქციები ეფექტური იარაღია მათ წინააღმდეგ, ვინც კრემლს ეხმარება. სწორედ ასეთი იყო კელი დეგნანის პასუხი კითხვაზე სანქცირებულთა სიაში ქართველი ოლიგარქის შესაძლო მოხვედრის შესახებ.

უკრაინის ხელისუფლების ახალი ინიციატივა და ე.წ. შავ სიაში ივანიშვილისა და მისი გარემოცვის შეყვანა, მყისიერ ეფექტს იწვევს. თავად ქვეყნის არაფორმალური მმართველი დუმს, თუმცა აშკარაა, რომ გარემოცვის წევრები შფოთავენ და საპასუხო, აგრესიულ ნაბიჯებსაც აანონსებენ.

ოლიგარქის კლანი თავდაცვისთვის ემზადება და არც კი ცდილობს ომში მყოფი უკრაინის ღია მხარდაჭერით და კრემლის კრიტიკით აიცილოს საერთაშორისო სანქციების საფრთხე. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი