"ქართული ოცნების" პოლიტიკური დემარში კიდევ ერთხელ ადასტურებს - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი დასავლეთის ნაცვლად კრემლზე ორიენტირებული პოლიტიკით ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" თბილისში ისე დასრულდა, რომ მმართველი პარტიის ლიდერებიდან არცერთი არ დაესწრო შეკრებას, რომელში საქართველოს ყველაზე ახლო, დასავლელი მეგობრები მონაწილეობდნენ.
ფაქტია, რომ მმართველმა პარტიამ თავი აარიდა ისეთ თემებზე კრიტიკას, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის დამყარება ქვეყანაში, დასავლურ სამყაროსგან დაშორება და 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის უგულებელყოფა და მედიამენეჯერების პატიმრობა - სწორედ ნიკა გვარამიას საკითხი იყო დღეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.