"ფაქტი, რომ აქ ვართ, არის ამ ქვეყნისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება... შეგვეძლო კონფერენცია სხვა ქვეყანაში გაგვემართა" | კრამერი

გამოქვეყნდა:

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარის, დევიდ კრმერის თქმით, როდესაც ისმის ბრალდებები აშშ-სა და ევროპის მიმართ, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა სურს, ეს ტყუილია და სწორედ ეს კონფერენციაა იმის დასტური, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა არ სურს. 

"თავად ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ, არის ჩვენი ამ ქვეყნისადმი მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენ შეგვეძლო ეს კონფერენცია სხვა ქვეყანაში დაგვემართა, მაგრამ გავმართეთ საქართველოში და ახლა იმის მტკიცება, რომ აქ მყოფი ადამიანები ამ ქვეყნის მტრები არიან ან ოპოზიციას ლიბირებენ აბსურდულია. კიდევ ერთი რამ, რაც ხშირად ისმის, არის ის, რომ ვიღაცა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ომის გავრცობა სხვა ქვეყნებში ახლა ყველაზე ნაკლებად სურს.

ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას და ვიცით, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად უცხადებს მხარდაჭერას ამ ქვეყანას. ამის საპირისპიროდ, კიევსა და თბილისს შორის მთავრობების დონეზე ურთიერთობა არ არის კარგი და ჯანსაღი და ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობა უფრო მეტად გამოხატავდეს სოლიდარობას უკრაინის მიმართ" - ამბობს დეიდ კრამერი 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას" თბილისში დღეს დასრულდა. შეკრება, რომელშიც საქართველოს ყველაზე ახლო, დასავლელი მეგობრები მონაწილეობდნენ, მმართველი პარტიის ლიდერებიდან არცერთი წევრი არ დასწრებია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი