"მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მედიის თავისუფლების გაძლიერება - ჩვენ ამას ყურადღებას მივაქცევთ" - ამის შესახებ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ, პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ
განაცადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა სასამართლო სისტემაში გატარდეს რეფორმები, შემცირდეს წნეხი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყანაში მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი.
"ყველა უნდა ვიყოთ ნასიამოვნები, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელშიც აღიარებულია ევროპული პერსპექტივა, ეს არის უმსხვილესი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი განვითარება. ჩვენი პრიორიტეტები ნათელია, ჩვენ გვქონდა ღია, გახსნილი საუბარი ამ საკითხებზე. ეს, რა თქმა უნდა, არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ.
მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ შეხმიანება ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს დრო, არც ენერგია, წინ წავწიოთ რეფორმები და ერთად ვიმუშაოთ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით დროს მოითხოვს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ყველას მხრიდან. მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს დრო და ენერგია და წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ.
საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს ყველას მხრიდან. მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზება მოვახდინოთ. ყველა მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე.
ამ ეტაპზე, რეკომენდაცია ვიძლევით, რომ საქართველომ 12 პუტნქზე გააკეთოს აქცენტი გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში გატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი.
ეს ყველაფერი იმ პრიორიტეტებშია გაწერილი და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოში იმ დროისთვის არსებულ წინსვლას პოზიტიურად შევაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, რომ ვაჩვენოთ, რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო" - ამბობს ოლივერ ვარჰეი