რატომ შეიცვალა ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის თარიღი | პოლიტიკური დევნის დემონსტრირება გრძელდება

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური სასამართლო დაჩქარებულ რეჟიმში. ხელისუფლებამ ნიკა გვარამიას პროცესი 4 ოქტომბრის ნაცვლად 20 სექტემბერს გადმოიტანა. ამ გადაწყვეტილების ფორმალური მიზეზი ადვოკატების შუამდგომლობაა, რომელიც სასამართლო სისტემამ ბოლომდე არ დააკმაყოფილა.

არსებობს თუ არა სხვა მიზეზები უცნობია - განმარტებებს არავინ აკეთებს. თუმცა ფაქტია, რომ მოსამართლეთა შვებულებების მიზეზით ორთვენახევრით გადადებული სააპელაციო პროცესი მოულოდნელად დაჩქარდა და ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით პოლიტიკური მოტივებით არის მიღებული.

რა პოლიტიკურ მოტივებია ეს - გაუგებარია, თუმცა ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ქვეყნის პოლიტიკურ პატიმრად ქცეული ნიკა გვარამიას დევნას "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს.

პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" დამფუძნებლის წინააღმდეგ დღეს ზეწოლის კიდევ ერთი ფორმა გამოიყენეს - "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მასთან საკანში არ შეუშვა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც პენიტენციურ სისტემასაც და იუსტიციის მინისტრსაც პირადად მიმართა. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი