
კანადაში მასობრივ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავების შემდეგ გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სანდერსონი სასკაჩევანის პროვინციაში, გზატკეცილზე დევნის შედეგად დააკავეს, რის შემდეგაც მას "სამედიცინო დისტრესი“ განუვითარდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს სამართალდამცველებმა მაილსის ძმის, 31 წლის დემიენ სანდერსონის ცხედარი
აღმოაჩინეს, რომელიც ასევე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.
ძმებმა 4 სექტემბერს კანადის ცენტრალურ სასკაჩევანის პროვინციაში სულ მცირე 10 ადამიანი მოკლეს,15 კი - დაჭრეს.
იხილეთ ასევე: