ასეთი გახმაურებული საქმეები ძალიან მაღალ მფარველობას საჭიროებს - ოპოზიცია შაქარაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

რატომ დაუშვა გამოძიებამ ამ საქმის ძიების პირველივე ეტაპებზე უხეში შეცდომები და ვის და რატომ აფარებს ხელს ხელისუფლება - ეს საქმე პირველივე დღეებიდან გასცდა რიგითი კრიმინალის რანგს და სწორედ ძიების დროს დაშვებული შეცდომების გამო ცხარე პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. საქმეში უხვადაა გარემოებები, რომლებზეც ხელისუფლება უბრალოდ თვალს ხუჭავს.   

პოლიტიკოსები გახმაურებულ და გამოუძიებელ საქმეებს შორის არსებულ მსგავსებებზე საუბრობენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი საქმეები სისტემური პრობლემების არსებობაზე მიუთითებს. ერთი მხრივ, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ პრობლემები, კერძოდ, კომპეტენციის და ამასთან ერთად, სახეზეა ქვეყანაში არსებულ გავლენებთან დაკავშირებული პრობლემებიც. 

ყველა გახმაურებულ საქმეზე, რომლის მიმართაც იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, პასუხები არ გვაქვს. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ დღეს მივიღეთ საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დროინდელი სისტემა, სადაც მთავარია, ვინ ვის მფარველობს. ასე იყო ხორავას საქმეში, მანამდე არ გადადგა გამოძიებამ ნაბიჯები, სანამ საზოგადოებრივი პროტესტი არ მიიღო. ასე არის ზუსტად შაქარაშვილის საქმეშიც, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროკურატურისადმი ნდობა ნულის ტოლია, რადგან ის "ქართული ოცნების" ხელში პოლიტიკური იარაღია.

პროკურატურა იძიებს მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც არის "ოცნების" პოლიტიკურ ინტერესშია და თაროზე დებს ყველა საქმეს, რომელიც მათ არ აწყობთ პოლიტიკურად. არის ამის ბევრი მაგალითი, მაჩალიკაშვილი, მუხტარლის საქმე, სარალიძის საქმე, რომელსაც დიდი საზოგადოებრვი ზეწოლა დასჭირდა, - ამბობს ნადირაშვილი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ყველაფერს სისტემურ პრობლემებთან მივყავართ, რომელიც შეიძლება საგამოძიებო ორგანოების რეფორმის დაუსრულებლობასთან იყოს კავშირში. 

არც იმას გამოვრიცხავ, რომ გავლენების ფაქტორი, პერსონალური განწყობები, ვინმეს ინტერესი კონკრეტულ საქმეში, შეიძლება აღმოჩნდეს გამოძიებისთვის ობიექტური ვექტორის გამრუდების საფუძველი, - დასძენს იგი. 

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იხსნებს, რომ იცვლებიან პრემიერები და დანაშაულებების გამოძიება არ ხდება. 

გამოდის, რომ არსებობს ხელისუფლების მიღმა რაღაც ფარული ჯგუფი, რომელიც ამას მფარველობს. ვფიქრობ, მთავარი მისაგნები ის არის, ალბათ ყველა ვხვდებით, რომ ასეთი გახმაურებული საქმეები ძალიან დიდ მფარველობას საჭიროებს, - ამბობს ჭიჭინაძე. 

მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ რომელიმე გამოძიება გაიჭიმა, ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი სრულყოფილად დაკმაყოფილდეს.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი