ჯაშუშური სკანდალი გრძელდება. რუსი ქალი აგენტის დაკავების შემდეგ, რომელმაც საქართველოში სტრატეგიული ობიექტები გადაიღო, კიდევ ერთი რუსი აღიარებს, რომ ქვეყანაში სპეცდავალებით იყო ჩამოსული.
ირკვევა, რომ ოპოზიციის თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან და სამხედრო პროექტები არის მთავარი ამოცანები, რომლებზეც კრემლის აგენტურა მუშაობს. და ამ აღიარებებისა და დაკავებების კასკადის ფონზე "ქართული ოცნება" ისევ დუმს.
ხელისუფლება და სუსი მხოლოდ სიტყვიერად აცხადებენ რუსეთს მტრად, ამძიმებენ კანონს მოსმენების შესახებ და მოტივად აგენტურასთან ბრძოლას ასახელებენ, თუმცა მდუმარე თანხმობით ან უმოქმედობით უბიძგებენ კრემლს უფრო გაააქტიუროს საქმიანობა საქართველოში.