"სამხედრო აეროდრომები აინტერესებდა... ერთ-ერთმა გიდმა ამ ინფორმაციით სუს-ში დარეკა, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს" | ბატიაშვილი ალბანეთში დაკავებულ რუსზე

გამოქვეყნდა:

ალბანეთში, შპიონაჟის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც დაპატიმრებამდე
საქართველოში ცხოვრობდა, "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "დღის სტუმარი" სამხედრო ექსპერტი, ზურა ბატიაშვილი საუბრობს. 

ბატიაშვილის თქმით, ჯაშუშს მიწისქვეშა გადასასვლელები, აეროპორტები და სამხედრო აეროდრომები აინტერესებდა. მისივე ინფორმაციით, მას კავშირი ჰქონდა რამდენიმე გიდთან, რომლებსაც რამდენიმე ლოკაციის ნახვას სთხოვდა, ერთ-ერთმა გიდმა, კი ამ ინფომაციით სუსში დარეკა, თუმცა უწყებამ ამაზე ყურადღება არ გაამახვილა. 

"ეს ქალბატონი ვითომ ფოტოგრაფი იყო, ეცნობოდა საქართველოს, აინტერესებდა მიწისქვეშა გადასასვლელები, აეროპორტები, სამხედრო აეროდრომები, მათ შორის დედოფლისწყაროს სამხედრო აეროდრომი. ეს ჩანს მის ინსტაგრამ გვერდზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აპრილიდან აგვისტომდე იმყოფებოდა საქართველოში და მას აქვს კავშირები. მთელი ჯგუფია მათი თანამოაზრეების. 

დაბომბვის შემთხვევაში საჭირო თავშესაფრების გადაღება სურდა. მას ჰქონდა რამდენიმე ქართველთან კავშირი, მათ შორის გიდებთან, სადაც სთხოვდა წაყვანას და ნახვას. ერთ-ერთმა გიდმა, როგორც მე მითხრეს, სუს-შიც კი დარეკა და იქ უბრალოდ ყურადღება არ მიაქციეს. მიაწოდა ინფორმაცია, მაგრამ ამაზე ყურადღება არ გაამახვილეს.

ეს არ ვიცი, რა ხდება ამის დეტალები არ ვიცი, მაგრამ ასეთი ინფორმაცია არსებობს, რომ აქედან წავიდა თავისუფლად ალბანეთში, წავიდა სამხედრო ბაზაზე და თავის ორ მეგობართან ერთად, როდესაც იღებდა სურათებს, დაცვასთან მოუხდათ ინციდენტი. დაცვის თანამშრომელს ცრემლსადენი გაზი შეასხეს და დაიჭირეს.

ახლა ციხეში სხედან. ჯერ სასამართლო არ შემდგარა, განხილვა მიდის. რუსულმა მხარემ განცხადებაც გააკეთა იმ ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა უარყო, რომ რაიმე კავშირი ჰქონდეს საიდუმლო სამსახურებთან. 

ყველგან ცდილობენ ინფორმაციის შეგროვებას, ბუნებრივია მიმდინარეობს ომი და ამ ომში რუსეთი აგებს. ისინი გამწარებულები არიან. ყველგან ეჭიდებიან სიტუაციას, სადაც შეიძლება სუსტი წერილი იყოს, რომ რამენაირად სიტუაციიდან გამოძრომის საშუალება იყოს. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თავისუფლად შემოსვლა სწორედ საფრთხის შემცველია, რომელზედაც დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ თითქოს არავითარი საფრთხის შემცველია, რომ მოწმდებიან, მაგრამ ალბანეთის უშიშროებას რომ არ დაეკავებინა ეს ხალხი, შესაძლოა საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა.  როგორც 
ერთგვარი ბაზა, რუსეთის გარეთ და ალიბსაც იქმნიან, რომ არის თითქოს რუსეთიდან გამოქცეულები არიან, თითქოს რუსეთში არ დაედგომებათ",  - ამბობს ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჯაშუშის შესახებ ინფორმაცია სამხედრო ექსპერტმა, ზურა ბატიაშვილმა გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი