სანქციები კორუმპირებული მაღალჩინოსნებისთვის | USAID-ის საგანგაშო დასკვნა

გამოქვეყნდა:

უმძიმესი მხილება და "ქართული ოცნება", რომელიც ისევ თავის მართლების რეჟიმშია. შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია - საერთაშორისო განვითარების სააგენტო ამზადებს დასკვნას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებისთვის ფაქტობრივად განაჩენია გამოტანილი.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბოლო ათ წელიწადში კორუფციასთან ბრძოლა შეჩერებულია, სახელმწიფო მიტაცებულია, ჩინოვნიკები დაუსჯელები არიან და რუსეთთან ფარული ბიზნესგარიგებები ხორციელდება.

ამ პოლიტიკურად მომაკვდინებელი ბრალდებების შემდეგ "ქართულ ოცნებას" ერთადერთი გზა დარჩა - მმართველმა პარტიამ ტრადიციას არ უღლატა და თავდაცვის საუკეთესო საშუალებად თავდასხმა აირჩია. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი ისევ ელჩ კელი დეგნანს აკრიტიკებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი