
ევროპელი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძის განცხადებით გაოგნებულია. გერმანელი პოლიტიკოსი ქართული მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შეაფასა, როგორც ქალი, რომელიც არსად არ არის შესაშვები.
ეს იყო კობახიძის გამოხმაურება ფონ კრამონის თხოვნაზე, შეეშვათ საკანში ნიკა გვარამიასთან. ამ თხოვნით ევროდეპუტატმა პენიტენციურ სისტემასაც და პირადად იუსტიციის მინისტრსაც მიმართა, თუმცა რატი ბრეგაძემ კრამონს პასუხიც კი არ გასცა.
ავტორი: გუგა მაისურაძე