ომის შესწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ კუპიანსკის გათავისუფლება მომდევნო 72 საათის განმავლობაში. ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ამჟამად ქალაქიდან 15 კილომეტრის რადიუსში არიან.
ექსპერტებმა შეისწავლეს გეოლოკაციის კადრები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტი რუსები განდევნეს ბორშივკადან და ივანოვკადან.
ISW-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაათავისუფლეს შევჩენკოვი ან გვერდი აუარეს მას და ღრმად დაწინაურდნენ ჰრუშივკას მიმართულებით. ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ ბოროვსკის გეოლოკაციის კადრების საფუძველზე, რომელიც მდებარეობს კუპიანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრში. ჰრუშივკას მახლობლად მიმდინარე ბრძოლების შესახებ რუსული მხარეც იუწყებოდა.
„რუსეთის უკანა პოზიციები ხარკოვის რეგიონში ახლა ღიაა უკრაინის შემდგომი შეტევისთვის და უკრაინული ძალები სავარაუდოდ გაათავისუფლებენ კუპიანსკს მომდევნო 72 საათის განმავლობაში. [...] კუპიანსკის და სხვა უკანა უბნების დაკარგვა შეაფერხებს რუსეთს შეინარჩუნოს შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები, მაგრამ მთლიანად არ გაწყვეტს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს იზიუმთან“, - იტყობინება ISW.
ანალიტიკოსები ასევე ამტკიცებენ, რომ შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებები და კუპიანსკის მიმართულებით სწრაფი წინსვლა, პანიკას იწვევს რუს ოკუპანტებში.
შეგახსენებთ, რომ გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, ხარკოვის რეგიონში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 50 კილომეტრით წინ წაიწიეს, ასევე გაათავისუფლეს ბალაკლეა.