"მთავარი არხის" ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს პრემიერმინისტრის პოსტზე გადაიყვანენ. ჩვენივე ინფორმაციით, სუს-ის უფროსის თანამდებობას კი კვლავ მოქმედი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაუბრუნდება.
როდის ელოდება ლილუაშვილი დაწინაურებას, ის შეკითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ ჟურნალისტებთან ისაუბრებს მას შემდეგ, რაც პარლამენტში მისი მოსმენა დასრულდება.
ლილუაშვილი პარლამენტში ცოტა ხნის წინ მოვიდა. მას დღეს დეპუტატები მოუსმენენ. თავდაპირველად სუსის უფროსი დეპუტატებს ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.