საქართველო შესაძლოა საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდეს. ქვეყნის დასავლელი პარტნიორები მასშტაბური გამოძიების შესახებ მიანიშნებენ, რომლის შედეგებიც ქვეყნისთვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ხელისუფლების ოპონენტები "ქართული ოცნებისგან" ირანული სამხედრო ლაინერის საეჭვო რეისთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვენ.
ირანული სამხედრო თვითმფრინავის საეჭვო რეისთან დაკავშირებით პირველი ცნობა ისრაელის სამხედრო ქსელმა გაავრცელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებები ახლა სწავლობენ რა ტვირთი გაატარა საქართველოს ხელისუფლებამ თუ დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" უკრაინასთან ომში რუსეთს იარაღის მიწოდებაში ეხმარება ქვეყანას ევროინტეგრაციაზე უარს საბოლოოდ ეტყვიან და შესაძლოა საერთაშორისო იზოლაციაშიც მოაქციონ.