12 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 63 წლის მამაკაცს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მან სასამართლო სხდომაზე ბრალდება უარყო და მოსამართლეს არწმუნებდა რომ უდანაშაულოა.
სავარაუდო დამნაშავე, შიდა ქართლში, მეზობელი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების მცდელობისთვის 2 დღიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ გუშინ დააკავეს. ბრალდებულს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.