აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ დღეს დასრულდა. წელს პირველად 12-დღიანმა სწავლებამ ისე ჩაიარა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არ გაახმაურა.
წინა წლებისგან განსხვავებით, წელს მედიისთვის დახურული იყო ღონისძიების გახსნაც. სწავლება საქართველოში უკვე მეექვსე წელია ტარდება და პროგრამის ფარგლებში შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება ქართველ სამხედროებს საკუთარ ცოდნას უზიარებს.
რატომ არ გაახმაურა წელს ქართულიოცნებსი ხელისუფლებამ აშშ სამხედრო წვრთნები საქრატველოში?- ნათია ქოქოსაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში დეტალებით