რუსები არ ნებდებიან! ისინი გარბიან! - გერაშენკო

გამოქვეყნდა:

რუსები არ ნებდებიან! ისინი გარბიან! - ასე ეხმაურება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ კონტრშეტევებს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო.

ბოლო ცნობებით, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა, თვის დასაწყისიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე 2 ათას კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს ოკუპანტებისგან.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონის  და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება.

დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ. სამხრეთით კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.

უკრაინული მედია სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონეცკიდან გაიქცა ე.წ. დნრ-ის "ხელმძღვანელი", დენის პუშილინი და რუსეთში გადავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი