
"ქართული ოცნების" კავშირი რუსულ ФСБ-სთან. სოსო გოგაშვილი, პატიმარი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ახალ სკანდალურ მხილებას ავრცელებს.
ვლადიკავკაზის სპეცბაზაზე გამართული შეხვედრა უშიშროების უწყებების ქართველი და რუსი ხელმძღვანელების მონაწილეობით, გასაიდუმლოებული ჩარტერული რეისი რუსეთის მიმართულებით, რუსი გენერლების ფარული სტუმრობა საქართველოში - გოგაშვილის მიერ გახმაურებული ფაქტები "ქართული ოცნებისთვის" მტერთან თანამშრომლობის სამარცხვინო სკანდალად უნდა იქცეს, მაგრამ ხელისუფლება დუმს.
სოსო გოგაშვილის მიერ დასახელებული ფაქტებით არცერთი საგამოძიებო და სპეცუწყება არ ინტერესდება და განგაშს მხოლოდ მედია და ოპოზიცია აცხადებენ.
ავტორი: საბა ბუაძე