სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა გრძელდება - აზერბაიჯანის ამბობს, რომ არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დილის 08:00 საათის ცნობით, საზღვარზე ვითარება არ შეცვლილა. უწყება ამბობს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებას. 

სომხური მხარის ცნობით, ცეცხლი გახსნილია ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე პოზიციური ბრძოლებიც მიმდინარეობს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 12 სექტემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით "ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს". 

აზერბაიჯანი ამბობს, რომ არის მსხვერპლი.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები, მთიანი რელიეფის და ხეობების გამოყენებით, ახორციელებდნენ დანაღმვას სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის ნაწილების პოზიციებს შორის. 

გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის ნაღმტყორცნებიდან. შედეგად არის მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა", - წერს უწყება.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი