
BBC მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დედოფალ ელიზაბედ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის წარმომადგენლები არ მიიწვიეს.
ამასთან, მედია წერს, რომ ირანი ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
მოსალოდნელია, რომ მონარქთან გამოსამშვიდობებლად ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩავა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკრძალვაზე მიწვეულ სტუმრებს ურჩევენ არ ისარგებლონ კერძო ტრანსპორტით - ისინი გადაადგილდებიან სპეციალური ავტობუსებით. უსაფრთოების კუთხით გამონაკლისი იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
სახელმწიფოს მეთაურებს დაკრძალვაზე კიდევ ერთი ადამიანის წაყვანა შეეძლებათ.
დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.