
სომხეთის პარლამენტთან გუშინ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ. შკრებილები დეპუტატებს პრემიერის იმპიჩმენტისკენ მოუწოდებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია ისევ საფრთხისშემცველია, თუმცა დაბომბვის ინტენსივობა შემცირებულია. ოფიციალური ბაქო და ერევანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
დღეს აზერბაიჯანში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ელოდებიან. ტოივო კლაარი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ესკალციის საკითხზე შეხვედრებს გამართავს. ხვალ კი ვიზიტი ერევანში გაგრძელდება. მანამდე ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან ფილიპ რიკერტან გამართა და უთხრა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის პროვოკაციებს მხოლოდ პასუხობს, კონფლიქტზე მთელი პასუხისმგებლობა კი ერევანზეა.
ოფიციალური ბაქოს ცნობით, გუშინ საღამოსაც სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების მიუხედავად, კვლავ გახსნა საარტილერიო ცეცხლი ლაჩინსკის რაიონის მიმართულებით. დაღუპულია 50 აზერბაიჯანელი სამხედრო. ერევანიც ადასტურებს, რომ საღამოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია კვლავ დაძაბული იყო და პასუხისმგელობას ბაქოს აკისრებს.
სომხეთის ინფორმაციით, დაღუპულია 49 სომეხი ჯარისკაცი.