Covid 19-ის დასასრული ახლოვდება | ჯანმო-ს ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

"Covid 19-ის დასასრული ახლოვდება" - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანუმ გებრეისუსი საუბრობს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

როგორც მან ჟურნალისტებთან ონლაინ-პრესკონფერენციაზე განაცხადა, "მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში პანდემიის დასასრულებლად" და მოუწოდა ქვეყნებს, გააგრძელონ ბრძოლა იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელსაც ექვს მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

"ჩვენ ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს" - თქვა მან. 

Reuters წერს, რომ ეს იყო ტედროს ადანომ გებრეისუსის მიერ 2020 წლის მარტის შემდეგ გაკეთებული პირველი ყველაზე ოპტიმისტური კომენტარი. 

აქვე, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ გამოქვეყნდება. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემცირება და ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციაა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი