ახლა პოლიტიკური თაღლითობა და კრემლთან უნისონის კიდევ ერთი მტკიცებულება. მმართველი პარტიის ლიდერები ქვეყანაში პლებისციტის ჩატარებაზე ალაპარაკდნენ. ეს არის სცენარი, რომელიც პირდაპირ კრემლის ინტერესებს პასუხობს და კიდევ უფრო აღრმავებს უთანხოებას სტრატეგიულ პარტნიორებთან.
სწორედ დასავლურ პოლიტიკურ კურსზე მორიგ შეეტევად აფასებს ოპოზიცია მმართველი გუნდის ახალ გეგმას. მოსკოვი კი კმაყოფილია - ირაკლი კობახიძის განცხადება პლებიციტის ჩატარებასთან დაკავშირებით მეორე დღეა რუსული სამთავარობო არხების მთავარი განსახილველი საკითხია. რუსული მედია კობაახიძეს ციტირებს და საქართველოში ახალ პოლიტიკურ რეალობას წინასწარმეტყველებს.