მზად ვართ პირველივე მოთხოვნის შემდეგ აზერბაიჯანს ნებისმიერი დახმარება გავუწიოთ - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიიფ ერდოღანი ამბობს, რომ პირველივე მოთხოვნის შემდეგ მზად არიან აზერბაიჯანს დაეხმარონ. მისი თქმით, სომხეთმა დრო და ენერგია მშვიდობაზე უნდა დახარჯოს და არა პროვოკაციებზე.

"მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით არის. ჩვენ მზად ვართ ჩვენი მოძმე ქვეყნის პირველივე მოთხოვნით აზერბაიჯანს გავუწიოთ ნებისმიერი, ვიმეორებ, ნებისმიერი დახმარება. სომხეთი არ ასრულებს შეთანხმებებს და სანამ გვიან არ არის, უნდა გადაუხვიოს ამ მცდარი გზიდან. ჩვენი წინადადებაა, რომ სომხეთმა დრო და ენერგია დახარჯოს მშვიდობაზე და არა პროვოკაციებზე", - თქვა ერდოღანმა. 

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. ორივე მხარემ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა. დღეს დილით სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შედგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი