დელეგაციის ბევრ წევრს ჯერ კიდევ არ მიუღია ვიზა გაეროს ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად - რუსეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მათი დელეგაციის ბევრ წევრს ჯერ კიდევ არ მიუღია ვიზა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. უწყება იმედოვნებს, რომ ვიზები დროულად გაიცემა.

რუსეთის საგარეო აცხადებს, რომ მოსკოვის დელეგაციას არ მიუღია ოფიციალური უარი გაეროს გენერალური ასამბლეის ვიზების გაცემაზე.

ცნობისთვის, რუსეთმა 56 პირისთვის ვიზა სთხოვა შეერთებულ შტატებს, რათა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და მის დელეგაციას მიეცეს საშუალება, გაემგზავრონ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც ამ თვეშია დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი