რუსეთის აზრით, პროვოკაციაა კიევის მხრიდან საქართველოსთვის მოწოდება ოკუპირებული რეგიონების გათავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ მოსკოვი კიევისგან "საქართველოსადმი მოწოდებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ" პროვოკაციას მიიჩნევს.

"როგორც პროვოკაცია" - ასე უპასუხა ბრიფინგზე ზახაროვამ კითხვას, თუ როგორ აფასებს რუსული მხარე უკრაინელი დეპუტატის მიმართვებს საქართველოსადმი ე.წ. "მეორე ფრონტზე".

რუსულ სახელმწიფო, პროპაგანდისტულ მედიას სტატიაში მოჰყავს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე. "რია" წერს, რომ ეს განცხადება ირონიული იყო, რადგან კობახიძე ამბობს, რომ "ქვეყნის მოსახლეობა ცალსახად არის ომის წინააღმდეგი", ხოლო უკრაინა ამას მოითხოვს.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე "ქართული ოცნების" ლიდერებმა დაიწყეს განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას და უკრაინელ ლიდერებს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა სურთ. მსგავსი შინაარსის კომენტარებს მმართველი გუნდის წევრები დღემდე აკეთებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი