ბოლო ცნობებით, სომხეთ-აზერბაიჯანს წუხელ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ დაურღვევიათ

გამოქვეყნდა:

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში წუხელ სროლა არ ყოფილა. არსებული ინფორმაციით, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ დაურღვევიათ.

ორ ქვეყანას შორის დაძაბულ ურთიერთობაზე იმსჯელეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. გაერო-ში სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზერბაიჯანის მხრიდან საფრთხე ემუქრება და ბაქო მორიგ შეტევას გეგმავს.

"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხე ემუქრება. აზერბაიჯანი გეგმავს მორიგ შეტევას, რითაც გააფართოებს აგრესიის გეოგრაფიას ნახიჩევანის მიმართულებით, რათა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე დერეფანი შექმნას. აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, რაც საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა", - თქვა მგერ მარგარიანმა.

აზერბაიჯანის წარმომადგენელმა კი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში სომხეთი დაადანაშაულა, თუმცა თქვა, რომ მზად არიან მათთან ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის.

სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს. დივერსიულმა ჯგუფებმა ღამით სცადეს აზერბაიჯანელი სამხედროების გადაადგილებისა და მომარაგების გზების დანაღმვა, რაზეც ბაქომ სათანადო პასუხი გასცა. სამწუხაროდ სომხეთის წარმომადგენლების განცხადებები აჩვენებს, რომ მათ ურთიერთობების დალაგების სურვილი არ აქვთ, და ასევე ცხადყოფს, თუ რა შორს არიან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან", - თქვა აშარ აილევმა.

გაერომ ორივე მხარეს მოუწოდა, გადადგან ნაბიჯები საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ, ასევე, ხანგრძლივი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისკენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი