დაასახელა ივანიშვილის და გომელაურის გვარები - გოგაშვილი მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილს, გამოკითხვა  აფგან მუხთარლის საქმეზე რამდენიმე წუთისწინ დასრულდა.

გოგაშვილის უფლებადამცველის თქმით, სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაასახელა ის პირები, რომლებმაც მუხთარლის გატაცება დაგეგმეს. ადვოკატის თქმით, ამ სიაშია, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ბიძინა ივანიშვილი.

"ჩვენებაში იოსებ გოგაშვილმა დაასახელა, როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი, ასევე ვახტანგ გომელაურის სახელი და გვარი. ლილუაშვილი ნახსენები არ არის, ის ასევე არის კონკრეტულად ერთ-ერთი ფიგურანტი, შემსრულებელი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად შეასრულა სავარაუდოდ აღნიშნული დავალება, ეს გვარი გახლავთ კუპრაშვილი. მან იცის, რომ ეს დავალება ვახტანგ გომელაურმა მიიღო ივანიშვილისაგან" - თქვა ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

პროკურორ სადრაძეს გოგაშვილის გამოკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია. 

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებაზე სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კვალის დასაფარად კი კამერების ჩანაწერები წაშალეს. 

ამავე თემაზე:

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი