ელჩის მეგობრული ჟესტი და კოლეგიალური კრიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" ისევ უმძიმესი თავდასხმით და უღირსი შეურაცხყოფით პასუხობს. კელი დეგნანი სამთავრობო არხის ეთერში ინტერვიუს თანხმდება და დიპლომატიური სიფრთხილით ატყობინებს მმართველ პარტიას, რომ საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ქვეყანის დედაქალაქში მმართველი პარტიის მიმართ კითხვები აქვთ.
ვაშინგტონის წარმომადგენელი "ქართული ოცნებისგან" ფაქტობრივად ითხოვს საჯარო წყალგამყოფის გავლებას ეგრეთ წოდებული ამბოხებული ოთხეულის განცხადებებსა და მმართველ პარტიას შორის. ელჩის მიზანია დაინახოს სხვაობა რუსულ დეზინფორმაციასა და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებში.
მაგრამ საპასუხოდ დიპლომატმა ისევ თავდასხმა მიიღო. დღეს დილიდან "ქართული ოცნება" ამერიკელი ელჩის განადგურებას და ივანიშვლის ოთხეულის დაცვას მთელი თავისი შესაძლებლობებით ცდილობს.