პუტინის თქმით, რუსეთის მთავარი მიზანი "დონბასის გათავისუფლებაა"

გამოქვეყნდა:

"სპეცოპერაციის" გეგმაში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამარყანდში გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს. 

მისივე თქმით, ოპერატიული გადაწყვეტილებები გზადაგზა მიიღება, მთავარი მიზანი კი "დონბასის "გათავისუფლებაა". პუტინმა თქვა ისიც, რომ "რუსეთი არ იბრძვის სრული არმიით, არამედ მხოლოდ საკონტრაქტო ნაწილით". 

კრემლის დიქტატორი მანამდე სამარყანდში თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა და თქვა, რომ 
"თურქეთი რუსული გაზის საფასურის 25%-ს რუბლში გადაიხდის". ცოტა ხნის წინ ის ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდისაც შეხვდა და თქვა, რომ "რუსეთი ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის სწრაფად დასასრულებლად".

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მოლაპარაკების შემდეგ ჯერ კიდევ გუშინ, პუტინი შეხვდა უზბეკეთი ლიდერს, ასევე ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, სადაც საუბარი შეეხო, როგორც რუსული მედია წერს, "შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ პროვოკაციას ტაივანის სრუტეში". 

მედიის ცნობითვე, პუტინი ესაუბრა ირანის ლიდერსაც: "სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის ლიდერებმა 
განიხილეს ვითარება რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ირგვლივ".

პუტინი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც, თუმცა რაზე ისაუბრეს მხარეებმა - ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი