"თურქეთი რუსული გაზის საფასურის 25%-ს რუბლში გადაიხდის" | პუტინი ერდოღანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

კრემლის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ "თურქეთი საიმედო პარტნიორია". ამის შესახებ მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას თქვა. 

მან ასევე თქვა, რომ თურქეთს შეუძლია, თავისი ტერიტორიის მეშვეობით მსოფლიოს ყველა ქვეყანას მიაწოდოს სხვადასხვა მარაგი. პუტინის თქმითვე, თურქეთი რუსული გაზის საფასურის 25%-ს რუბლში გადაიხდის. 

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთის სანქციების საპასუხოდ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზს რუსულ რუბლში მიყიდიდნენ.

რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის G7-ის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსულ გაზს რუბლით არ იყიდიან.

ცნობისთვის, პუტინისა და ერდოღანის დღევანდელი შეხვედრა კი სამარყანდში გაიმართა. ცოტა ხნის წინ ის ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდისაც შეხვდა და თქვა, რომ "რუსეთი ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის სწრაფად დასასრულებლად".

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მოლაპარაკების შემდეგ ჯერ კიდევ გუშინ, პუტინი შეხვდა უზბეკეთი ლიდერს, ასევე ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, სადაც საუბარი შეეხო, როგორც რუსული მედია წერს, "შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ პროვოკაციას ტაივანის სრუტეში". 

მედიის ცნობითვე, პუტინი ესაუბრა ირანის ლიდერსაც: "სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის ლიდერებმა 
განიხილეს ვითარება რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ირგვლივ".

პუტინი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც, თუმცა რაზე ისაუბრეს მხარეებმა - ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი