"ყველაფერს ვაკეთებთ კონფლიქტის სწრაფად დასასრულებლად" | პუტინი ომზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ვაკეთებთ კონფლიქტის სწრაფად დასასრულებლად", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამარყანდში, ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე ისაუბრა. 

უთხრა, რომ ამ "კონფლიქტთან" დაკავშირებით მათი პოზიციაც იცის და აკეთებენ ყველაფერს, თუმცა, მისი თქმით, "უკრაინა მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს".

მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვიცი თქვენი შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს. სამწუხაროა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ - უკრაინის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიაღწიოს თავის მიზნებს სამხედრო გზით, როგორც თავად ამბობენ - ბრძოლის ველზე. არ ვიცი  სად მაგრამ ზელენსკიმ ოფიციალურად განაცხადა რომ არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის, თუ არ უნდა რა ვქნათ. ამბობთ რომ ხედავთ უკრაინელების აქტივობას იქაც და იქაც. კიევმა ხომ თქვა რომ ისინი აქტიური კონტრშეტევების რეჟიმში გადავიდნენ. ვნახოთ რით დასრულდება ეს ყველაფერი, - თქვა მან.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მოლაპარაკების შემდეგ ჯერ კიდევ გუშინ, პუტინი შეხვდა უზბეკეთი ლიდერს, ასევე ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, სადაც საუბარი შეეხო, როგორც რუსული მედია წერს, "შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ პროვოკაციას ტაივანის სრუტეში". 

მედიის ცნობითვე, პუტინი ესაუბრა ირანის ლიდერსაც: "სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის ლიდერებმა 
განიხილეს ვითარება რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ირგვლივ".

პუტინი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც, თუმცა რაზე ისაუბრეს მხარეებმა - ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

ამ წუთებში კი პუტინი მოლაპარაკებებს მართავს თურქ კოლეგასთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი